აპოელი დატოვა - გიორგი ქვილითაიას ახალი კლუბი ცნობილია » სპორტის ხაზი

აპოელი დატოვა - გიორგი ქვილითაიას ახალი კლუბი ცნობილია

აპოელი დატოვა - გიორგი ქვილითაიას ახალი კლუბი ცნობილია
2-07-2024, 16:33
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი ქვილითაიას ახალი კლუბი ცნობილია - 30 წლის შემტევი მომავალ სეზონშიც კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს, მაგრამ "არისის" რიგებში.

"ქვილითაია მწვანეა! ქართველმა თავდამსხმელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გვინდა გიორგი არისის ოჯახში მივიღოთ და წარმატებები ვუსურვოთ მწვანე მაისურში", - წერია კლუბის განცხადებაში.

ცნობისთვის, არისმა კვიპროსის ჩემპიონატის გასულ სეზონში 56 ქულით მეორე პოზიცია დაიკავა და პირველ ადგილოსან აპოელს 3 ქულით ჩამორჩა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი