ესპანური მედია: "მამარდაშვილი, ეს მწვანე ობობა ნამდვილი დემონივით თამაშობდა" » სპორტის ხაზი

ესპანური მედია: "მამარდაშვილი, ეს მწვანე ობობა ნამდვილი დემონივით თამაშობდა"

ესპანური მედია: "მამარდაშვილი, ეს მწვანე ობობა ნამდვილი დემონივით თამაშობდა"
1-07-2024, 11:08
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის 1/8 ფინალში ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩვენი დამარცხება 3 ბურთის სხვაობით, 4:1 შეძლო და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ის ტურნირის მასპინძელ გერმანიას შეხვდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროდან გამოვარდნის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებზე, განსაკუთრებით კი გიორგი მამარდაშვილზე საუბარი აქტიურად გრძელდება.

აი, რას წერს ესპანური Marca, რომელიც ამავე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სპორტული გამოცემა გახლავთ:

საქართველოს უკანასკნელი კაცი, გიორგი მამარდაშვილი, იგივე მწვანე ობობა, რომელიც ნამდვილი დემონივით თამაშობდა. მორატა გიორგისთან პაექრობით გაცეცხლებული იყო, რაც ესპანეთისთვის პირველ პერიოდში კარგის ნიშანი ნამდვილად არ ყოფილა.

- წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილმა ევროს 4 თამაშში 30 მოგერიება მიითვალა და ამით ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი