"პირველი მწვრთნელია სერია ა-ს ისტორიაში, ვინც ეს მოახერხა", - სპალეტის ახალი რეკორდი » სპორტის ხაზი

"პირველი მწვრთნელია სერია ა-ს ისტორიაში, ვინც ეს მოახერხა", - სპალეტის ახალი რეკორდი

"პირველი მწვრთნელია სერია ა-ს ისტორიაში, ვინც ეს მოახერხა", - სპალეტის ახალი რეკორდი
9-11-2022, 00:32
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია ა-ს მე-14 ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი საკუთარ მოედანზე ემპოლის დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

აღნიშნული გამარჯვებით, ნაპოლის მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი სერია ა-ს ისტორიაში შევიდა.

საქმე იმაშია, რომ იტალიელი დამრიგებელი ქვეყნის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ 10 გამარჯვებას ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მიაღწია.

პირველად, სპალეტიმ ეს რომაში (2005/2006) წლებშ მოახერხა, მეორედ კი ნაპოლისთან ერთად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სპალეტიმ ორივე შემთხვევაში მეათე გამარჯვება ემპოლის წინააღმდეგ იზეიმა.

ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელია თვალს ტრიბუნებიდან ადევნებდა - ქართველ შემტევს წელის ტრავმა ისევ აწუხებს და ორი მატჩია ნაპოლის ვერ ეხმარება.

მე-14 ტურის შემდეგ, ნაპოლი იტალიის სერია ა-ს 38 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი