ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ნაპოლიში რომ წარმატებული გამოდგა, ამაზე უკვე აღარავინ დაობს - მეტიც, ფეხბურთის მრავალი ექსპერტი ახალგაზრდა ქართველ მოთამაშეს სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს.
ამავე აზრს იზიარებს ლივერპულის ყოფილი მცველი, ლეგენდარული ფეხბურთელი ჯეიმი კარაგერი, მან ახალგაზრდა ტალანტს ფეთქებადი მოთამაშე უწოდა და სამომავლოდ, პრემიერ ლიგაში თამაშიც უწინასწარმეტყველა:
"კვარაცხელია შესანიშნავი მოთამაშეა - საინტერესოა, რამდენ ხანს დარჩება ნეაპოლში."
ცნობისთვის, კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით ჯამში ყველა ტურნირზე 8 მატჩი გამართა, სადაც თავის გამოჩენა 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.