კარვახალი: "კვარაცხელია ნაკრებში სულ სხვა პოზიციაზე თამაშობს" » სპორტის ხაზი

კარვახალი: "კვარაცხელია ნაკრებში სულ სხვა პოზიციაზე თამაშობს"

კარვახალი: "კვარაცხელია ნაკრებში სულ სხვა პოზიციაზე თამაშობს"
28-06-2024, 16:43
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთისა და "რეალის" ნახევარმცველმა დანი კარვახალმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ჩემი და ხვიჩას გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა. მიმდინარე სეზონში, მის წინააღმდეგ 4-ჯერ ვითამაშე. ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, რეალის მაისურით, ორჯერ - ეროვნული გუნდის მაისურით.

"ვალიადოლიდში გამართულ შეხვედრაში, კვარაცხელიამ გოლი გაგვიტანა, მაგრამ ვფიქრობ, საერთო ჯამში, მისი შეჩერება მოვახერხეთ. ხვიჩა ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია და მისი აყვანა რთულია.

"საქართველოს ნაკრებში იგივე პოზიციაზე არ თამაშობს, რაც ნაპოლიში უკავია. ეროვნულ გუნდში მარცხენა გარემარბი არაა და უფრო მეორე თავდამსხმელის ფუნქციებს ითავსებს. მომდევნო თამაშში აუცილებელი იქნება, მას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ“, - განაცხადა კარვახალმა.

ცნობისთვის, მათი გუნდები ერთმანეთს 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00-ზე დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი