გუშინ სერია A-ს მე-14 ტურის შეხვედრა 'ნაპოლისა' და 'ემპოლის' შორის, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოედანზე ირვინგ ლოზანო შემოვიდა მოვლენები სხვაგვარად დატრიალდა. მექსიკელმა ჯერ ვიქტორ ისომენის მოპოვებული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია, ხოლო შემდეგ, რამდენიმე წუთში საგოლე გადაცემაც მიიწერა.