მამარდაშვილით მსოფლიო გაოცებულია - რას წერენ უცხოელი ფეხბურთის ქომაგები » სპორტის ხაზი

მამარდაშვილით მსოფლიო გაოცებულია - რას წერენ უცხოელი ფეხბურთის ქომაგები

მამარდაშვილით მსოფლიო გაოცებულია - რას წერენ უცხოელი ფეხბურთის ქომაგები
27-06-2024, 02:26
Aa Aa
გაზიარება:

ეუფას ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გიორგი მამარდაშვილზე პოსტი დადო, სადაც მას აქებენ, კომენტარებში კი უცხოელმა ფეხბურთს ქომაგებმა ქართველი მეკარისადმი დიდი ოვაციები გამოხატეს.

"ამ დროისთვის საუკეთესო მეკარეა, დონარუმასაც კი სჯობს. "


"რა დიდებული მომენტია, საქართველო, რომელიც ყველაზე დაბალ პოზიციაზეა ფიფას რეიტინგში, ჯერ პირველივე შეხვედრაში გვაჩვენებს თურქეთთან, რომ მათ პატივი უნდა ვცეთ. დღეს ეჭვგარეშედ უკეთესები იყვნენ. მათ მეტი შანსი შექმნეს, სოლიდურად დაიცვეს თავი და მეკარე საოცრად შეუდარებელი ჰყავთ. მიდი საქართველო, ისიამოვნე ჩემპიონატით."


"ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეა, ამ მომენტისთვის."


"პორტუგალიელი ვარ, მაგრამ საქართველოს გამო ბედნიერი ვარ, დიდებული მეკარეც გყავთ."


"ევრო 2024, მადლობა რომ მამარდაშვილი გაგვაცანი!!!"


"შესანიშნავი მეკარე, რომელიც იმსახურებს "ჩელსიში" ან "ლივერპულში" თამაშს. აქამდეც მითქვამს, რომ საქართველო შორს გავიდოდა, მაგრამ ყველა დამცინოდა. ალჟირიიდან ვარ და თქვენს გამო მიხარია. "


"ველოდები ახალ რეკორდებს მისგან".


"ისტორიის დამწერი, დიდებული მიღწევა და პერფომანსი. ის მისი ქვეყნის უდიდესი კედელია. მან სამშბლო გადაარჩინა"."ეს მეკარე ქართული საგანძურია. მისი ხელთათმანები მომაჯადოებელია."


"ევროზე ჩატარებული ერთ-ერთი საუკეთესო პერფომანსი, გასაოცარია."


"ის თქვენი გმირია, გილოცავთ ქართველებო."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი