ვალენსიას ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა სოციალურ ქსელში გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე სეივი ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით: "მამარდაშვილი აკეთებს იმას, რასაც ყველაზე კარგად აკეთებს!"
ცნობისთვის, გასულ ტურში ქართველი მეკარის გუნდმა საკუთარ მოედანზე ატლეტიკო მადრიდს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.