ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვალენსიას მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს არაერთ გრანდს უკავშირებენ, მათ შორის მადრიდის ატლეტიკოსაც, რომელთანაც მამარდა დღეს ითამაშებს.
ატლეტიკოსა და ვალენსიას მატჩი 00:00 საათზე გაიმართება და სატურნირო ცხრილის გარდა, ინტრიგას ქართველი მეკარის სიტუაციაც იძენს. აქტიურად იწერება, რომ იან ობლაკი წასვლას პრემიერ ლიგაში აპირებს, მისი ერთპიროვნული შემცვლელი კი მამარდაშვილი უნდა იყოს.
ამდენად, დღევანდელი მატჩი გიორგისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რათა ატლეტიკოს ბოსებს თავი კიდევ უფრო მეტად მოაწონოს და საბოლოო გადაწყვეტილება მიაღებინოს.
ცნობისთვის, ატლეტიკო ლა ლიგის მესამე პოზიციას 48 ქულით იკავებს, ხოლო ვალენსია მე-17 ადგილზე 26 ქულითაა.