რონალდუ, პლატინი, ბეილი - მიქაუტაძე ლეგენდების რეკორდის გამეორებასთან ახლოს არის » სპორტის ხაზი

რონალდუ, პლატინი, ბეილი - მიქაუტაძე ლეგენდების რეკორდის გამეორებასთან ახლოს არის

რონალდუ, პლატინი, ბეილი - მიქაუტაძე ლეგენდების რეკორდის გამეორებასთან ახლოს არის
26-06-2024, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის თანაბომბარდირი მუსიალასთან, ფილკრუგთან, გაკპოსთან და ივან შრანსთან ერთად გიორგი მიქუტაძეც გახლავთ, რომელმაც ჯერ თურქეთთან, ხოლო შემდეგ ჩეხეთთან თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეძლო გოლის გატანა.

იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მესამე ტურშიც მოახერხებს გოლის გატანა, ის კიდევ ერთი საინტერესო რეკორდის სიას შეუერთდება. საქმე იმაშია, რომ ევრო 1980-ის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც კონტინენტის პირველობაზე დაინერგა ჯგუფური ეტაპის სისტემა, ისტორიას ახსოვს სულ 8 მოთამაშე, რომელმაც გოლი სამივე მატჩში გაიტანა.

ესენი არიან - მიშელ პლატინი, ხრისტო სტოიჩკოვი, ალან შირერი, სავო მილოშევიჩი, რუდ ვან ნისტელროი, მილან ბაროში, კრიშტიანუ რონალდუ და გარეტ ბეილი. როგორც ვხედავთ, პორტუგალიასთან გოლის გატანის შემთხვევაში, ქართველი ფორვარდი ლეგენდარული სიას კიდევ ერთი წარმომადგენელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ჯგუფში ამჟამად 1 ქულით ბოლო ადგილზე. პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხევაში კი "ჯვაროსნები" 4 ქულით მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი