ხვიჩა გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს - უახლესი ცნობები ქართველის ჯამრთელობის მდგომარების შესახებ » სპორტის ხაზი

ხვიჩა გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს - უახლესი ცნობები ქართველის ჯამრთელობის მდგომარების შესახებ

ხვიჩა გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს - უახლესი ცნობები ქართველის ჯამრთელობის მდგომარების შესახებ
8-11-2022, 19:32
Aa Aa
გაზიარება:

ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას 'ლივერპულთან' მიღებული ზურგის ტრამვა ისევ აწუხებს და უკვე ოფიციალურად ვიცით, რომ 21 წლის შემტევი პარტენოპეის დღეს, 'ემპოლისთან' მატჩში ვერ დაეხმარება.

თუმცა, ახლა როგორც იტალიელი ისე ქართველი გულშემატკივარებისთვის საინტერესოა, შეძლებს თუ არა, ნეაპოლელთან ერთ-ერთი ლიდერი 'უდინეზეს ' წინააღმდეგ თამაშს. როგორც La Repubblica წერს, კვარას წელის ტკივილი ისევ აწუხებს და 12 ნოემბერს გასამართ შეხვედრაშიც მისი მონაწილეობა საეჭვოა. 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ თერაპიული მკურნალობის პროცესი გაიარა, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიშს ჯერ ვერ ახერხებს. ყველაფერი საბოლოოდ რამდენიმე დღეში გაირკვევა, თუმცა დრო ძალიან ცოტა (უდინესესთან მატჩი ნაპოლის 4 დღეში უწევს).

ხვიჩა გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს - უახლესი ცნობები ქართველის ჯამრთელობის მდგომარების შესახებ

ხვიჩას თამაში უდინეზესთან საეჭვოა

'უდინეზესთან' მატჩის შემდეგ სერია A-ში ორთვიანი პაუზა გამოცხადდება მსოფლიოს ჩემპიონატის გამო. შესაბამისად, კვარაცხელია აღნიშნულ შეხვედრასაც თუ გამოტოვებს, იტალიის ჩემპიონატში მოედანზე მხოლოდ 2023 წელს დაბრუნდება. თუმცა, მანამდე პარტენოპეის რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის გამართვა მოუწევს. ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრები 17 ნოემბერს მაროკოს ერონვულ ნაკრებს ხვდება. ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებს თუ არა ხვიჩა ეროვნული გუნდის დახმარებას წლის ბოლო მატჩში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვიჩას მონაგარი 'ნაპოლის' მაისურით 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი