"ბარსელონა მონაგონი იქნება, ნაპოლს ისეთ დღეში ჩავაგდებთ..." - აინტრახტის გულშემატკივრის პოსტმა ნეაპოლელები განარისხა » სპორტის ხაზი

"ბარსელონა მონაგონი იქნება, ნაპოლს ისეთ დღეში ჩავაგდებთ..." - აინტრახტის გულშემატკივრის პოსტმა ნეაპოლელები განარისხა

"ბარსელონა მონაგონი იქნება, ნაპოლს ისეთ დღეში ჩავაგდებთ..." - აინტრახტის გულშემატკივრის პოსტმა ნეაპოლელები განარისხა
20-02-2023, 03:22
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრამ უკვე გამოავლინა საინტერესო წყვილები პლეიოფის 1/8-ფინალურ ეტაპზე.

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" გერმანულ "აინტრახტს" 21 თებერვალს ესტუმრება, მეორე შეხვედრას კი 15 მარტს, საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

გერმანელ გულშემატკივართა შორის კენჭისყრის შედეგს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში კი ამაზე ასეთი პოსტიც დაიწერა:

"აინტრახტის მთავარი ძალა გამოჩნდა მაშინ, როდესაც მოტივირებულ, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილ ბარსელონას მოუგო ჩვენმა გუნდმა. ჩავედით ბარსელონაში და ესპანელებზე მეტნი ვიყავით. წარმოიდგინეთ ჩვენ ეს შევძელით და ახლა ამ "ნაპოლის" ვერ დავამარცხებთ? მე თუ მკითხავთ "ნაპოლის" დამარცხება უფრო ადვილია ახლა, ვიდრე მაშინ "ბარსელონასთვის" მოგება. დამიჯერეთ "ბარსელონა მონაგონი იქნება, "ნაპოლის" ისეთ დღეში ჩავაგდებთ", - წერია ჯგუფში.

აღნიშნულ პოსტს კი ნეაპოლელთა გაცხარებული და სარკასტული კომენტარები მოჰყვა:

"მგონია, რომ თამაშამდე სულ ამის ძახილში იქნებით: დედა, მინდა, რომ შენთან დავიძინო, რადგან ხვიჩა კვარაცხელიასი ძალიან მეშინია."

"უადვილესად მოვუგებთ ამ "აინტრახტს" ფინალში კი "ბაიერნს" მოვუგებთ"

"ბარსელონა" არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან მოგება საოცნებოდ გაგიხდებათ"


ფაქტია, რომ ამ პოსტის გავრცელებამ იტალიურ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მატჩამდე გერმანიაშიც და იტალიაშიც დიდი დაძაბულობა გველის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.