ჯუღელის ნახვას აპირებს - დე ლაურენტისი გერმანიისკენ მიემართება » სპორტის ხაზი

ჯუღელის ნახვას აპირებს - დე ლაურენტისი გერმანიისკენ მიემართება

ჯუღელის ნახვას აპირებს - დე ლაურენტისი გერმანიისკენ მიემართება
25-06-2024, 14:05
Aa Aa
გაზიარება:

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი, აურელიო დე ლაურენტისი და ჯოვანი მანა გერმანიაში გამგზავრებას და მამუკა ჯუღელთან გასაუბრებას აპირებენ.

როგორც აქამდე დაიწერა, ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვამ ნაპოლის ფეხბურთელის ხელფასის გაზრდა 8 მილიონ ევრომდე მოსთხოვა. აღმოჩნდა, რომ ამ მოთხოვნით დე ლაურენტისი უკმაყოფილო დარჩა, რის განხილვასაც კლუბის პრეზიდენტი მამუკა ჯუღელთან პირადად აპირებს.

ცნობისთვის, ასეთი მოთხოვნა ჯუღელისგან მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, რადგან კვარათი დაინტერესებული პარი სენ-ჟერმენი ქართველს ანაზღაურების სახით მინიმუმ 8 მილიონ ევროს უკვე სთავაზობს. როგორც ჩანს, ხვიჩას აგენტს ამის გამოყენება და ფეხბურთელისთვის ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდა სურს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კვარაცხელიასთან შეხვედრას ანტონიო კონტეც აპირებს. La Gazzetta-მ დაწერა, რომ კონტე ხვიჩას ევროს დასრულებისთანავე შეხვდება და ნაპოლიში დარჩენის შესახებ დაელაპარაკება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი