ბრაზილიამ კოპა ამერიკაზე ქულები პირველივე ტურში დაკარგა » სპორტის ხაზი

ბრაზილიამ კოპა ამერიკაზე ქულები პირველივე ტურში დაკარგა

ბრაზილიამ კოპა ამერიკაზე ქულები პირველივე ტურში დაკარგა
25-06-2024, 13:17
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატთან ერთად პარალელურად კოპა ამერიკაც მიმდინარეობს, სადაც ტურნირის ფავორიტმა ბრაზილიამ ქულები პირველივე ტურში დაკარგა.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი პირველ ტურში კოსტა რიკას შეხვდა და მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა, არადა, ბრაზილიელები აშკარა ფავორიტებად მიიჩნეოდნენ.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ბრაზილია ბოლო პერიოდში საშინლად გამოიყურება. მარტო იმის თქმა რად ღირს, რომ ბოლო 5 ოფიციალურ შეხვედრაში ბრაზილიელებს ერთი მოგებაც კი არ აქვთ! (3 მარცხი და 2 ფრე).

ცნობისთვის, ბრაზილიას ჯგუფში კოსტა რიკასთან ერთად პარაგვაი და კოლუმბია ჰყავს, ამ ორი ნაკრების თამაში კი კოლუმბიელთა გამარჯვებით დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი