სტატისტიკა, რომელიც იმედს გვაძლევს - რა მოხდა 2008 წელს პორტუგალიასთან ჯგუფში და რა ხდება ახლა? » სპორტის ხაზი

სტატისტიკა, რომელიც იმედს გვაძლევს - რა მოხდა 2008 წელს პორტუგალიასთან ჯგუფში და რა ხდება ახლა?

სტატისტიკა, რომელიც იმედს გვაძლევს - რა მოხდა 2008 წელს პორტუგალიასთან ჯგუფში და რა ხდება ახლა?
24-06-2024, 18:54
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიასთან ისტორიულ მატჩამდე ორი დღე რჩება, ქართველი გულშემატკივრები კი ჯგუფიდან გასვლის იმედს არ კარგავენ! სიტუაცია მართლაც რთულადაა, თუმცა, რამდენიმე წლის წინ პორტუგალიის ჯგუფში მომხდარი სცენარი დანებების საშუალებას არ გვაძლევს.

2008 წელს პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ სანახაობრივად იასპარეზა, მაგრამ გერმანიასთან 1/4 ფინალში, დაძაბულ ბრძოლაში 2-3 დამარცხდა. თუმცა, ჩვენ ეს ფაქტი ახლა ნაკლებად თუ გვაინტერესებს, რადგან ოდნავ უკან, ჯგუფურ ეტაპის მატჩებს უნდა დავუბრუნდეთ.

სტატისტიკა, რომელიც იმედს გვაძლევს - რა მოხდა 2008 წელს პორტუგალიასთან ჯგუფში და რა ხდება ახლა?

2008 წელი, ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფი


ამ წელს, პორტუგალია, ჩეხეთი, თურქეთი და შვეიცარია ერთ ჯგუფში მოხვდნენ ( როგორც დღეს, უბრალოდ შვეიცარიის ნაცვლად ახლა ჯგუფში საქართველო ასპარეზობს). ამ ჯგუფში ლუიზ ფილიპე სკოლარის გაწვრთნილმა გუნდმა ჩეხეთიც და თურქეთიც დაამარცხა და ჩვენი (F) ჯგუფის მსგავსად 6 ქულა დააგროვა. შვეიცარიასთან კი გუნდი მეორე შემადგენლობით გავიდა და დამარცხდა. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ პორტუგალიას 2004 წლიდან დღემდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 6 ქულაზე მეტი ჯერ არ მოუგროვებია, რაც დამატებით ქართველებისთვის იმედის ნაპეწკალს აღვივებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს და ისტორიული სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი