ჯანაშია : "მამარდაშვილი? ის ევროპის საუკეთესო მეკარეა" » სპორტის ხაზი

ჯანაშია : "მამარდაშვილი? ის ევროპის საუკეთესო მეკარეა"

ჯანაშია : "მამარდაშვილი? ის ევროპის საუკეთესო მეკარეა"
23-06-2024, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, ზაზა ჯანაშიამ უცხოურ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში საქართველო-ჩეხეთის მატჩზე ისაუბრა, სადაც ლობჟანიძის მომენტი განიხილა და მამარდაშვილის დამაჯერებელი თამაში გამოარჩია.

ლობჟანიძეს ბოლო მომენტში გოლის გატანის იდეალური შანსი ჰქონდა. მას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ ბურთი დაემუშავებინა და შემდეგ დაერტყა. რა რეაქცია მქონდა იმ მომენტში? ჯობს არ მოვყვე, კინაღამ ინფაქტი მივიღე (იცინის).

მამარდაშვილს რაც შეეხება მისი სახით ევროპის საუკეთესო მეკარე გვყავს. ჩემი ნათქვამი გადაჭარბებული არ არის. შეგიძლიათ სტატისტიკას გადახედოთ და შემდეგ, თუ გნებავთ ვიკამათოთ
.


შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ასევე, ქართველი მეკარე ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

რაც შეეხება ზაზა ჯანაშიას, 48 წლის ვეტერან ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მას კარიერის განმავლობაში ზუგდიდის ოდისში, თბილისის შევარდენში, სამტრედიაში, მოსკოვის ლოკომოტივში, თბილისის ლოკომოტივსა და რუსეთის ბალტიკაში უთამაშია. მის ანგარიშზე 294 შეხვედრაში გატანილი 86 გოლია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი