სუპერკომპიუტერის ვარაუდი - რამდენი პროცენტია შანსი, რომ საქართველომ 1/8 ფინალში ითამაშოს » სპორტის ხაზი

სუპერკომპიუტერის ვარაუდი - რამდენი პროცენტია შანსი, რომ საქართველომ 1/8 ფინალში ითამაშოს

სუპერკომპიუტერის ვარაუდი - რამდენი პროცენტია შანსი, რომ საქართველომ 1/8 ფინალში ითამაშოს
23-06-2024, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ , Opta-მ მეორე ტურის დასრულების შემდეგ, სუპერკომპიუტერის საშუალებით პლეიოფის საგზურისთვის მებრძოლ ნაკრებებზე და მის შანსებზე დაწერა. ყველაზე დიდი ყურადღება ქართველი გულშემატკივრებისთვის, რა თქმა უნდა, F ჯგუფმა მიიქცია.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის და მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვების შანსი 11.89 პროცენტია. ასეთი დაბალი ციფრი კი ბოლო ტურიდანაა გამოწვეული, სადაც "ჯვაროსნები" პორტუგალიას დაუპირისპირდებიან, რომელმაც თურქეთთან მოგებით ჯგუფში პირველი ადგილით გასვლა გაინაღდა.

სუპერკომპიუტერის ვარაუდი - რამდენი პროცენტია შანსი, რომ საქართველომ 1/8 ფინალში ითამაშოს

Opta-ს სუპერკომპიუტერის ვარაუდი

ამ ჯგუფში მეორე ადგილს თურქეთი იკავებს და გამოცემის ვარაუდით, მონტენას გუნდი 1/8 ფინალის საგზურს მოიპოვებს (90.3 პროცენტი). რაც შეეხება ჩეხეთს, რომლის ანგარიშზეც საქართველოს მსგავსად ერთი ქულაა, Opta-მ ჯგუფიდან გასვლის 38.5 პროცენტიანი შანსი უბოძა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 26 ივნისს, პორტუგლიის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი