ყველა ველოდით! - მამარდაშვილი მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა » სპორტის ხაზი

ყველა ველოდით! - მამარდაშვილი მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ყველა ველოდით! - მამარდაშვილი მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
23-06-2024, 13:16
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილი SofaScore-ის ვერსიით, ევრო 2024-ის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულით (9.8) მოხვდა.

მეორე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. გამორჩეული იყო "ჯვაროსნების" კიპერი, რომელმაც 11 სეივი შეასრულა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და საფეხბურთო მედიის მთავარი სასაუბრო თემა გახდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე 11 მოგერიება ერთ მატჩში ბოლოს 20 წლის წინ დაფიქსირდა! მამარდა ამ ციფრით ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მეორეა - პირველ ადგილს ალექსანდრ კილინკო იკავებს, რომელმაც 2004 წელს ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი სეივი შემოგთავაზა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი