ჩეხები: "ქართველმა გულშემატკივარმა ყველანაირად დაგვჯაბნა" » სპორტის ხაზი

ჩეხები: "ქართველმა გულშემატკივარმა ყველანაირად დაგვჯაბნა"

ჩეხები: "ქართველმა გულშემატკივარმა ყველანაირად დაგვჯაბნა"
23-06-2024, 01:55
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი ჩეხური გამოცემის iSport.cz-ს დღევანდელ სტატიაში ვკითხულობთ მონაკვეთს, სადაც ჟურნალისტი ქართველ გულშემატკივარზე საუბრობს.

"ქართველმა გულშემატკივრებმა, რომლებიც ჰამბურგის სტადიონზე აბსოლუტურ უმრავლესობაში იყვნენ, ქომაგობაში დაგვჩაგრეს.

"პირველ ტაიმში სტანეკის კარისკენ ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს, შანსები ვერ გამოვიყენეთ და შემდეგ პენალტი გავუშვით.

"ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა მეორე ტაიმში შეტევა გააძლიერა, მათ შორის აღსანიშნავია მატეი იურასეკისა და ანტონინ ბარაკის თამაშში ჩართვა. საქართველოს ნაკრების კართან ბევრი მომენტი შეიქმნა, 59-ე წუთზე შიკიმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა გოლის გატანის კიდევ არაერთი შანსი იყო, თუმცა მცდელობამ შედეგს ვერ მიაღწია, ბურთი კარის ბადეში ვერ აღმოჩნდა".


- ვკითხულობთ სტატიაში.

მორიგი დაპირისპირება ჩეხებს თურქეთის წინააღმდეგ ელოდებათ, მატ წინააღმდეგ კი უფრო გაუჭირდებათ ქომაგებს, რადგან თურქები ქართველებთან შედარებით ბევრად მეტნი არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი