9 ივნისის ამხანაგურ შეხვედრაში საქართველომ მონტენეგროს 3:1 მოუგო და გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის სათამაშოდ კარგ განწყობაზე გაემგზავრა.
მატჩის დასრულების შემდეგ მედიაში მეტოქე გუნდის მცველის, მარკო ვუკჩევიჩის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც ქართველებთან დაპირისპირება ასე შეაფასა:
ვიცოდით, რომ ძლიერ გუნდს ვხვდებოდით, თუმცა კარგად არ გვითამაშია, რადგან 1 გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით, მეორე და მესამე კი კონტრშეტევაზე მივიღეთ.
ქართველებთან თამაში რთული გამოდგა, რადგან ისინი საკმაოდ აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებენ და დაუღალავად დარბიან.
- თქვა მარკო ვუკჩევიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპაზე თურქეთისა და საქართველოს დაპირისპირება 18 ივნისს შედგება.