რამდენი პოზიციით დაწინაურდება საქართველო რეიტინგში ჩეხეთთან მოგებისთვის » სპორტის ხაზი

რამდენი პოზიციით დაწინაურდება საქართველო რეიტინგში ჩეხეთთან მოგებისთვის

რამდენი პოზიციით დაწინაურდება საქართველო რეიტინგში ჩეხეთთან მოგებისთვის
22-06-2024, 16:25
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში ამჟამად 74-ე პოზიციაზე იმყოფება 1,338.91 ქულით.

იმ შემთხვევაში, თუ ჯვაროსნები დღეს ჩეხებს მოუგებენ, სარეიტინგო ქულა 22.93-ით გაეზრდებათ და 70-ე ადგილზე გადაინაცვლებენ.

ფრის შემთხვევაში 5.43 ქულა მოემატებათ და მხოლოდ ერთი პოზიციით წაიწევენ წინ.

საქართველოს ნაკრები 1998 წელს ფიფას რეიტინგში ყველაზე მაღალ, 46-ე ადგილზე იყო. მას შემდეგ დიდი რეგრესი განიცადეს და ამ რიცხვთან ახლოსაც კი არ ყოფილან.

2015 წელს ჩვენი ნაკრები 162-ე ადგილზე იყო, მას შემდეგ კი ბლომად ქულები მოიმატა და ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის დიდი შანსია, რეიტინგში საგრძNობლად წავიწიოთ წინ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი