ჩეხი ფეხბურთელი : "ეს ქართველი მოთამაშე ჩვენთვის სუპერვარსკვლავია" » სპორტის ხაზი

ჩეხი ფეხბურთელი : "ეს ქართველი მოთამაშე ჩვენთვის სუპერვარსკვლავია"

ჩეხი ფეხბურთელი : "ეს ქართველი მოთამაშე ჩვენთვის სუპერვარსკვლავია"
21-06-2024, 23:15
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი, საქართველოს ნაკრები 22 ივნისს, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს საქართველოს დროით, 17:00 საათზე გამართავს, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდება.

ჩეხეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრების მსგავსად, პირველი შეხვედრა დათმო. მატჩამდე ერთი დღით ადრე, მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა და მცველმა ანტონინ ბარაკმა პრესკონფერენცია გამართეს და მომავალ თამაშზე ისაუბრეს. ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა მეტოქე გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია, რომლის წინააღდეგაც ფიორენტინას მცველს სერია ა-ში უთამაშია:

მას მე როგორც სუპერვარსკვლავს ისე აღვიქვამ. კვარაცხელია ნაპოლის საჩემპიონო სეზონის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. მან იმ სეზონში ლიდერობა იტვირთა და ნაპოლი სწორედ მას უნდა უმადლოდეს.

მთავარ ყურადღებას, რა თქმა უნდა, კვარაცხელია მიიპყრობს, მაგრამ სხვა მოთამაშეების დავიწყება დაუშვებელია. მათ საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ და მეტოქისათვის არაერთი სახიფათო მომენტის შემქნა შეუძლია. ხვიჩა კვარაცხელია მათი სუპერვარსკვლავია, მაგრამ საქართველოში მხოლოდ ის არ თამაშობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი