იტალიიდან ბელგიაში - ლუკა ლოჩოშვილს ახალი მსურველები გამოუჩდნენ » სპორტის ხაზი

იტალიიდან ბელგიაში - ლუკა ლოჩოშვილს ახალი მსურველები გამოუჩდნენ

იტალიიდან ბელგიაში - ლუკა ლოჩოშვილს ახალი მსურველები გამოუჩდნენ
21-06-2024, 14:53
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ყურადღება ბელგიის ჩემპიონატიდან მიიპყრო.

როგორც იწერება, ქართველი მცველით ორი ბელგიური კლუბი, ვესტერლო და ლიუვენია დაინტერესებული, რაც ცუდი ვარიანტი არ უნდა იყოს, რადგან კრემონეზემ სერია A-ში გადასასვლელი პლეიოფი წააგო და მომდევნო სეზონიდან კვლავ იტალიის მეორე ლიგაში იასპარეზებს.

რაც შეეხება ლიუვენსა და ვესტერლოს, ეს ორივე გუნდი ბელგიის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს, ლუკას კი სისტემურად ექნება შანსი იმისა, რომ ბრიუგეს, ანდერლეხტს და მსგავს კლუბებს სტაბილურად ეთამაშოს.

ცნობისთვის, ლუკა ლოჩოშვილი ამჟამად გერმანიაში ეროვნულ გუნდთან ერთად იმყოფება და ჩეხეთის მატჩისთვის აქტიურად ემზადება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი