ბოლო ცნობები - როგორია ოთარ კიტეიშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა? » სპორტის ხაზი

ბოლო ცნობები - როგორია ოთარ კიტეიშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა?

ბოლო ცნობები - როგორია ოთარ კიტეიშვილის ჯამრთელობის მდგომარეობა?
20-06-2024, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

თურქეთთან დასანანი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშეს. სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა მხოლოდ იმ ფეხბურთელებს არ მიუღიათ, რომლებიც თურქეთის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

დღეს კვლავ არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილის, რომელმაც მონტენეგროსთან მატჩში მიღებული დაზიანების გამო თურქეთთან შეხვედრაც გამოტოვა და დიდია ალბათობა, რომ ქართველი ნახევარმცველი ჩეხეთთანაც ვერ ვიხილოთ.

ამის შესახებ ქართული გამოცემა, LA GAZZETA.GE წერს.

სამწუხაროდ, არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილსაც, რომლის დაბრუნებასაც ყველა ელოდება. წინა დღეებისგან განსხვავებით, კიტეიშვილი სტადიონზეც არ მოსულა და სასტუმროში დარჩა, სადაც დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობს.


შეგახსენებთ, რომ საქართველო-ჩეხეთის დაპირისპირება 22 ივნისს, 17:00 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი