გერმანიის ქალაქ ფელბერტში საქართველოს ნაკრებმა მორიგი ვარჯიში გამართა და აქტიურად ემზადება 18 ივნისის მატჩისთვის, სადაც ჩვენი მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება.
სამწუხაროდ, უკვე მესამე დღეა საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ვერ ვარჯიშობს და ორი დანაკლისი აქვს.
საბა კვერკველია ინდივიდუალურად ვარჯიშობს და წელის ტკივილის გამო, მონტენეგროსთან გამართული ამხანაგური მატჩიც გამოტოვა.
ვარჯიში გამოტოვა ოთარ კიტეიშვილმაც, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ კიტეიშვილი გუნდს მალე შეუერთდება და 18 ივნისის მატჩისთვის მზად იქნება.