თურქეთთან დაპირისპირება საქართევლოსთვის ძალიან რთული და დაძაბული გამოდგა. ამას ის ფაქტიც ემატებოდა, რომ მოწინააღდეგე გუნდის ქომაგები ჩვენსას ძალიან აჭარბებდნენ.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა ქომაგებმა მაინც ლომის წვლილი შეიტანეს და თავი არ დაუზოგავთ.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქომაგი მაინც ის ქართველი გამოდგა, რომელიც თურქების სექტორში იყო და საქართველოს დროშას გაუჩერებლად აფრიალებდა.
ბევრს ის კითხვაც კი დაებადა, თუ როგორ გადაურჩა იგი თურქებს და ისიც აღნიშნეს, რომ მან მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარს თავისი "დიდგორის ბრძოლა" მოუწყო.