L'Equipe-ის ინფორმაციით, ლონდონის არსენალი ჩავი სიმონსის თაობაზე პარი სენ-ჟერმენს დაუკავშირდა.
ნიდერლანდელ ფეხბურთელს ლიგა 1-დან წასვლა სურს, რადგან ფიქრობს, რომ პარიზელთა რიგებში განვითარების პერსპექტივა არ ექნება.
21 წლის ნახევარმცველით მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი და ბაიერნიც ინტერესდებიან.
სიმონსმა 2023/24 წლების სეზონში 43 მატჩში 10 გოლი და 15 ასისტი მიითვალა.