რაფაელ ვან დერ ვაარტი: "მიქაუტაძემ თურქეთს გოლი შემთხვევით გაუტანა" » სპორტის ხაზი

რაფაელ ვან დერ ვაარტი: "მიქაუტაძემ თურქეთს გოლი შემთხვევით გაუტანა"

რაფაელ ვან დერ ვაარტი: "მიქაუტაძემ თურქეთს გოლი შემთხვევით გაუტანა"
19-06-2024, 14:20
Aa Aa
გაზიარება:

ნიდერლანდულ მედიაში ვრცელდება რაფაელ ვან დერ ვაარტის კომენტარი, რომელსაც ის საქართველოს ნაკრებისა და მეცის ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეზე აკეთებს.

როგორც ვან დერ ვაარტი ამბობს, გიორგი აიაქსის დონის ფეხბურთელი არასდროს ყოფილა, თურქეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი კი სრული შემთხვევითობა იყო:

მატჩის ყურებისას ნიდერლანდელმა კომენტატორმა თქვა, რომ აიაქსის ყოფილი სპორტული დირექტორი მიქაუტაძის ამსტერდამულ კლუბში მიყვანით არ შემცდარა, რასაც არ ვეთანხმები.

ჩემი აზრით, გიორგის გოლის გატანა საერთოდ შემთხვევით გამოუვიდა. ის არასდროს ყოფილა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც აიაქსის დონესა და მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

- თქვა ვან დერ ვაარტმა.

შეგახსენებთ, რომ 2023/2024 წლების სეზონის პირველი ნახევარი გიორგიმ სწორედ აიაქსში გაატარა, თუმცა გაცემული მცირე ნდობიდან გამომდინარე ქართველი მეცში დაბრუნდა და მეორე ნახევარი ბრწყინვალე სტატისტიკით დაასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი