"ცუდ ხალხს არაფერი გამოგივიდათ" - გალათასარაიმ ჩხუბში ქართველები დაადანაშაულა! » სპორტის ხაზი

"ცუდ ხალხს არაფერი გამოგივიდათ" - გალათასარაიმ ჩხუბში ქართველები დაადანაშაულა!

"ცუდ ხალხს არაფერი გამოგივიდათ" - გალათასარაიმ ჩხუბში ქართველები დაადანაშაულა!
19-06-2024, 12:28
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი საქართველოსა და თურქეთის მატჩის დაწყებამდე ტემპერატურა თავდაპირველად ტრიბუნებზე აიწია, რაც თურქ და ქართველ გულშემატკივარს შორის ხელჩართული ჩხუბით დაგვირგვინდა.

როგორც მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ფიზიკურ შეურაცხყოფას ერთმანეთს ორივე მხარე აყენებს და საკმაოდ რთულია, რომ აღნიშნული ვიდეოებიდან მტყუან-მართალი გაირჩეს, თუმცა ამის გაკეთება გალათასარაის სულ არ გასჭირვებია, რომელმაც ქართველებს ცუდი ხალხი უწოდა:

დღეს, მზე კვლავ კარგ მხარეს გამოანათებს. მათ, ვინც სცადეს, რომ ძმებს შორის შუღლი დაეთესათ, წარუმატებლად დაასრულეს და კარგმა ხალხმა გამარჯვება მოახერხა. დილა მშიდობის, თურქეთო!

- წერს თურქული გრანდი თავის სოციალური ქსელის ოფიციალურ მისამართზე და იმ ფოტოს აქვეყნებს, სადაც თურქი ფეხბურთელები გუშინდელ გამარჯვებას ზეიმობენ.

"ცუდ ხალხს არაფერი გამოგივიდათ" - გალათასარაიმ ჩხუბში ქართველები დაადანაშაულა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი