კავაზაშვილი: "საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბევრ გუნდზე უკეთ თამაშობს" » სპორტის ხაზი

კავაზაშვილი: "საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბევრ გუნდზე უკეთ თამაშობს"

კავაზაშვილი: "საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბევრ გუნდზე უკეთ თამაშობს"
19-06-2024, 01:44
Aa Aa
გაზიარება:

"სპარტაკის" ყოფილმა ქართველმა კარის დარაჯმა ანზორ კავაზაშვილმა ჯვაროსნების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტის შემდეგ მატჩი თავისებურად შეაფასა.

"ძალიან ნაწყენი ვარ, რადგან საქართველომ დაუმსახურებლად წააგო. გუნდმა თანმიმდევრულად და ლამაზად ითამაშა. უცნაურია და გაკვირვებული ვარ, თუ რა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ქართველებმა.

თუ აქამდე ვინმე მეტყოდა, რომ ისინი ევრო 2024-ზე მოხვედრის ღირსები არ იყვნენ, დავეთანხმებოდი, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წესიერად დაკომპლექტებული გუნდი.

საქართველო ტურნირზე ბევრ გუნდზე უკეთ თამაშობს. თურქების გამარჯვება წმინდა იღბალი იყო. ორი ასეთი გოლის გატანა ცალკეული მოთამაშის უნარია. მეორე ტაიმში საქართველოს რამდენიმე მომენტი ჰქონდა.

საქართველოს შეეძლო 3:2 მოგება, ეს სამართლიანი შედეგი იქნებოდა! 200%-ით შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ ფრეს იმსახურებდნენ!

თურქეთმა გაიმარჯვა, რადგან შეტევაში მეტი აგრესია გამოავლინა, გუნდი ყველა შესაძლებლობას იყენებდა კარში დარტყმისთვის. ვფიქრობ, ქართველები დასკვნებს გამოიტანენ და ჯგუფის დარჩენილ მატჩებში უფრო აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებენ. საქართველოს ჰყავს ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ შემტევი ფეხბურთის თამაში. მათ სჭირდებათ ნდობა თავიანთ ქმედებებში.

ვფიქრობ, მამარდაშვილს ბრალი არცერთ გაშვებულ გოლში არ მიუძღვის. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ამ დონის მეკარე ჰყავს. თუ პორტუგალიამ და ჩეხეთმა დაიჯერეს, რომ თურქეთის შემდეგ ქართველები დაიღალნენ, შეცდებიან. პირველი მატჩები არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი ცუდად თამაშს გააგრძელებენ. არგენტინამ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი წააგო, შემდეგ კი ტურნირი მოიგო"

- ვკითხულობთ კავაზაშვილის ინტერვიუს Metaratings.ru-ზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი