ვილი სანიოლიმ თურქეთთან მატჩის შემდეგ ახსნა, თუ რატომ წავიდა გიორგი მამარდაშვილი მეტოქის საჯარიმოში კუთხურის მოწოდების დროს, რასაც საკუთარ კარში გოლი მოჰყვა.
"პირველ რიგში ბედნიერი და ამაყი ვარ ამ დღით. მარცხის მიუხედავად მაყურებლისთვის ცუდი შეხვედრა არ გვიჩვენებია. გამარჯვებასაც კი ვიმსახურებდით.
ტრიბუნებზე საოცრებები ხდებოდა. თურქები გვაჭარბებდნენ, მაგრამ ჩვენებმაც არ დაუდეს ტოლი.
მამარდას წინ ჩასვლა? გიორგიმ ეს იმიტომ გააკეთა, რომ მაგ დროს უკვე ფრეზე ვფიქრობდით. ჩვენი მიზანი ყოველთვის მაქსიმუმია და არა ბურთების შეფარდებაზე ფიქრი.
"ამ მატჩს უკან მოვიტოვებთ და ჩეხეთთან დაპირისპირებაზე ვიფიქრებთ".
- აცხადებს ვილი სანიოლი.