გიულერი: "საქართველოსთან მატჩამდე ანჩელოტიმ დამირეკა" » სპორტის ხაზი

გიულერი: "საქართველოსთან მატჩამდე ანჩელოტიმ დამირეკა"

გიულერი: "საქართველოსთან მატჩამდე ანჩელოტიმ დამირეკა"
18-06-2024, 23:39
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს კარში გატანილი გოლის ავტორმა არდა გიულერმა განაცხადა, რომ მატჩამდე "რეალის" მთავარმა მწვრთNელმა კარლო ანჩელოტიმ მას დაურეკა.

"კარლომ შეხვედრამდე დამირეკა და წარმატებები მისურვა. "ღეალიდან" ყველა ძალიან მამხნევებდა და ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.", - აცხადებს გიულერი.

ცნობისთვის, თურქი ფეხბურთელი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. იგი რონალდუს შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლავთ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში გოლის გატანა შეძლო.

საქართველოს ნაკრები მომდევნო დაპირისპირებას ჩეხეთის წინააღმდეგ 22 ივნისს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი