ვილი სანიოლიმ თურქეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლიმ თურქეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა

ვილი სანიოლიმ თურქეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა
17-06-2024, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ თურქეთთან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

"ტრავმირებულები? საბა კვირკველია მზადაა ხვალინდელი თამაშისთვის, ოთარ კიტეიშვილზე კი სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ იგივეს თქმა არ შემიძლია. საქართველოსთვის ბედნიერი დღეები იყო, თავიდან ვერ ვაცნობიერებდით, მაგრამ ეს ის არის, რაც ცხოვრებას აზრს აძლევს და ეს ბედნიერება ჩვენ დავიმსახურეთ.

"როდესაც მზადება დავიწყეთ, ვთქვი, რომ რთული იქნებოდა და ყველაფერს დისციპლინირებული უნდა შევხვედროდით. ქართველი ფეხბურთელები მზად არიან, რომ იბრძოლონ, ამას ძალიან დიდხანს ელოდნენ. კარგი ფეხბურთელები გვყავს. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა.

"საქართველოდან ჩამოსული გულშემატკივრები დიდებულ ატმოსფეროს უკვე ქმნიან, მატჩზე ვიცი, რომ ისინი თავიანთ როლს აუცილებლად შეასრულებენ.

"პირველი მეტოქე? მართალია ჩვენთვის ეს ისტორიაში პირველი დაპირისპირებაა ამ ჩემპიონატზე, მაგრამ წელს თურქებიც პირველად ჩვენ გვხვდებიან და ვიცი, რომ მათზე უფრო მეტი ზეწოლაა. ისინი ამაზე ოცნებობენ და საჭიროა, ეს ოცნება რაღაც მომენტში დასრულდეს."


- აცხადებს ვილი სანიოლი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი