'ამ ბიჭზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ ...' - ყოფილი შვეიცარიელი ნახევარმცველი ლუჩანო სპალეტის კომენტარს გამოეხმაურა » სპორტის ხაზი

'ამ ბიჭზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ ...' - ყოფილი შვეიცარიელი ნახევარმცველი ლუჩანო სპალეტის კომენტარს გამოეხმაურა

'ამ ბიჭზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ ...' - ყოფილი შვეიცარიელი ნახევარმცველი ლუჩანო სპალეტის კომენტარს გამოეხმაურა
7-11-2022, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

'ატალანტასთან' გამარჯვების შემდეგ 'ნაპოლის' მთვარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მედიასთან ისაუბრა. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვა კი ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას და მის ჯამრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა.

ამაზე 63 წლის სპეციალისტი გაბრაზდა და ჟურნალისტებთან კომენტირების დროს მწვრთნელმა მედიას მიკერძოებულობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, დღეს სამყარო კვარაცხელიას გარშემო ტრიალებს.

ამას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი კი ასეთი ყოფილი შვეიცარიელი ფეხბურთელი ვალონ ბეჰრამი გახლდათ, რომელმაც Dazn-ის ეთერში ამ თემასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

ვალონ ბეჰრამი - "ამ ბიჭზე მხოლოდ იმიტომ კი არ ვსაუბრობთ, რომ ტრენდია, არამედ ვინაიდან სერია A-ში, ევროპასა და ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მყავდა მეგობრები, რომლებიც კვირის განმავლობაში ცოტას ვარჯიშობდნენ, მაგრამ მინდოდა მოედანზე ყოფილიყვნენ. მოგვიანებით, შესაძლოა, სპალეტიმ სხვა არჩევანი გააკეთოს, როდესაც მიხვდება, რომ მთელი სათამაშო სისტემა მუშაობს და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეეძლება".

შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვიჩა ზურგის დაზიანების გამო სერია A-ს მე-14 ტურის შეხვედრას 'ემპოლის' წინააღმდეგაც გამოტოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი