შოთა არველაძე : "ჩემი პროგნოზი თურქეთთან მატჩამდე? მხოლოდ ამის თქმა შემიძლია" » სპორტის ხაზი

შოთა არველაძე : "ჩემი პროგნოზი თურქეთთან მატჩამდე? მხოლოდ ამის თქმა შემიძლია"

შოთა არველაძე : "ჩემი პროგნოზი თურქეთთან მატჩამდე? მხოლოდ ამის თქმა შემიძლია"
17-06-2024, 11:47
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, შოთა არველაძე თურქულ TRT Spor-ს საქართველო-თურქეთის მოახლოებულ მატჩზე ესაუბრა და თავისი მოლოდინები გაუზიარა.

საქართველოს ნაკრები ასეთი დონის ტურნირზე პირველად თამაშობს, ამდენად, თურქეთთან მატჩისადმი დიდი ინტერესი სრულიად გასაგებია. საქართველოში ამ თამაშზე 30 ათას ბილეთამდე გაიყიდა. ეს, ჩვენთვის პატარა ციფრი ნამდვილად არაა. გერმანიაში ჩამოსვლამდე ყველა ბილეთის ძიებაში იყო. პირველი მატჩი ნამდვილად ისტორიული იქნება. იყო შანსი საქართველოს ნაკრებს ბოლო მოსამზადებელი მატჩი შინ ეთამაშა, თუმცა, იმხელა წნეხი იქნებოდა, გადაწყდა, რომ ამაზე უარი გვეთქვა. გვინდა, ევროპის ჩემპიონატზე ისეთ გუნდად დაგვიმახსოვრონ, რომელმაც ფეხბურთის თამაში კარგად იცის. ეს ჩვენი პირველი გამოსვლა იქნება, თუმცა, ნამდვილად არ გვინდა, უკანასკნელი იყოს.

ამჟამინდელ საქართველოს ნაკრებში ის ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც ძლიერ ლიგებს წარმოადგენენ. მოთამაშეები გვყავს სერია A-ში, ინგლისში, ესპანეთსა და საფრანგეთში. დონეცკის შახტარიდანაც არის ფეხბურთელი. ჩვენი მეკარე ნამდვილად ვარსკვლავური დონისაა. ამბობენ, რომ ის 40 მილიონამდე ღირს. ცხადია, ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელიას იცნობთ, რომელიც მართლაც განსაკუთრებულია. თურქეთის ნაკრებში ის ბიჭები თამაშობენ, რომელთაც პოტენციურად ტურნირის მოგებაც კი შეუძლიათ, თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი მათთვის კარგად არ აეწყოს და ეს, უკვე ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს
.


შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები ერთმანეთს 18 ივნისს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი