'ორივეჯერ უარი გვითხრა ჩამოსვლაზე' - ლევან მაისაშვილი მელიქიძეზე » სპორტის ხაზი

'ორივეჯერ უარი გვითხრა ჩამოსვლაზე' - ლევან მაისაშვილი მელიქიძეზე

'ორივეჯერ უარი გვითხრა ჩამოსვლაზე' - ლევან მაისაშვილი მელიქიძეზე
7-11-2022, 13:36
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი ურუგვაისთან მატჩამდე მედიის შეკითხვებს პასუხობდა.

ერთ-ერთი საკითხი ნაკრებში ტრამვიანობას ეხებოდა. ამ შეკითხვის ფონზე, გუნდში გიორგი მელიქიძის არყოფნასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა, რასაც ლევან მაისაშვილმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე პასუხი გასცა.

ლევან მაისაშვილი - "გიორგი მელიქიძე წინა პერიოდში ორჯერ გამოვიძახეთ და ჩემდა სამწუხაროდ, ორივეჯერ უარი გვითხრა ჩამოსვლაზე. პირველ შემთხვევაში მიზეზად ოჯახური პრობლემები დასახელდა და ეს ჩემთვის გასაგები იყო, მეორეჯერ კი მიზეზი ვერ გავიგე. საქართველოს ნაკრები ის ადგილი არ არის, სადაც შეიძლება ვინმეს თამაში ვაიძულოთ."

შეგახსნებთ, რომ გიორგი მელიქიძე ' სტად ფრანსეში' ასპარეზობს და საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურება. საკლუბო დონეზე კარგი თამაშისდა მიუხედავად, როგორც ბორჯღალოსნების დამრიგებელმა ახსენა მან ნაკრებში ჩამოსვლაზე ორჯერ უარი განაცხადა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.