რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა, რომ ინგლისური მილუოლისა და მონტენეგროს ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე, მატია სარკიჩი მოულოდნელ ვითარებაში გარდაიცვალა.
სარკიჩმა საქართველოსთან მატჩამდე ბელგიასთან შესანიშნავად იასპარეზა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც კი გახდა, თუმცა ბანაკიდან წასული მეკარე დილის 7 საათზე შეუძლოდ გახდა და სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა.
ამასთან დაკავშირებით სამახსოვრო წერილები გამოაქვეყნეს როგორც მილუოლის, ისე მონტენეგროს ფეხბურთის ფედერაციის გვერდებზე, სადაც ფეხბურთელის ხსოვნას პატივი მიაგეს.
26 წლის სარკიჩი მილუოლიმდე სტოკ სიტიში, ასტონ ვილაში და სხვა ინგლისურ კლუბებში თამაშობდა.