საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გიორგი ჩაკვეტაძე დღეს კუნთის მცირე დაჭიმულობის გამო დაასვენა.
Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების ხვალინდელ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობას სრული დატვირთვით მიიღებს.
ასევე, დიდი ალბათობით, ქართველი ნახევარმცველი თურქეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის პირველ შეხვედრას, 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.