ეროვნული ნაკრები კვლავ ორი ფეხბურთელის გარეშე ვარჯიშობს - ბოლო ცნობები » სპორტის ხაზი

ეროვნული ნაკრები კვლავ ორი ფეხბურთელის გარეშე ვარჯიშობს - ბოლო ცნობები

ეროვნული ნაკრები კვლავ ორი ფეხბურთელის გარეშე ვარჯიშობს - ბოლო ცნობები
14-06-2024, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის ქალაქ ფელბერტში საქართველოს ნაკრებმა მორიგი ვარჯიში გამართა და აქტიურად ემზადება 18 ივნისის მატჩისთვის, სადაც ჩვენი მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება.

სამწუხაროდ, უკვე მესამე დღეა საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ვერ ვარჯიშობს და ორი დანაკლისი აქვს.

საბა კვერკველია ინდივიდუალურად ვარჯიშობს და წელის ტკივილის გამო, მონტენეგროსთან გამართული ამხანაგური მატჩიც გამოტოვა.

ვარჯიში გამოტოვა ოთარ კიტეიშვილმაც, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ კიტეიშვილი გუნდს მალე შეუერთდება და 18 ივნისის მატჩისთვის მზად იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი