UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Club del Deportista-სთან ინტერვიუში თავის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა.
15 წლის ვიყავი როდესაც პირველი ნაბიჯები გადავდგი MMA-ში და მინდა, რომ 32 წლის ასაკში კარიერა დავასრულო, რადგან სპორტი დიდ პასუხისმგებლობას და 100%-ით ჩართულობას მოითხოვს. 32 წელს პირობითად ვამბობ და აღნიშნულ რიცხვში ვგულისხმობ მომენტს, როდესაც სიამოვნებას ვეღარ მივიღებ. ამ ეტაპზე UFC-ში უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და არ ვიცი, როდის დასრულდება ეს გრძნობა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი 18 თებერვალს დაამარცხა და UFC-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა — მის ანგარიშზე MMA-ში ჩატარებული 15 ორთაბრძოლა და 15 გამარჯვებაა.