ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ ESPM-მ ევრო 2024-ის ფავორიტი ნაკრებები დაასახელა.
მათ პროგნოზით ტურნირის მთავარი ფავორიტი საფრანგეთია, შემდეგ პორტუგალია და მესამე - ინგლისი.
გარდა ამისა, ისინი საქართველოს ნაკრებს ყველაზე სუსტად ნამდვილად არ მიიჩნევენ. ჯვაროსნები მათთვის 22-ე ადგილზე არიან და ისინი რუმინეთისა და ალბანეთის ნაკრებებს უსწრებენ.
სრული სია ასე გამოიყურება:
1. საფრანგეთი; 2. პორტუგალია; 3. ინგლისი; 4. გერმანია; 5. ესპანეთი; 6. ბელგია; 7. იტალია; 8. ხორვატია; 9. ნიდერლანდები; 10. ავსტრია; 11. დანია; 12. უკრაინა; 13. თურქეთი; 14. შვეიცარია; 15. შოტლანდია; 16. უნგრეთი; 17. სლოვაკეთი; 18. სერბეთი; 19. პოლონეთი; 20. ჩეხეთი; 21. სლოვენია; 22. საქართველო; 23. რუმინეთი; 24. ალბანეთი.