MIRROR: "ხვიჩას ევროს გარდა, თავში კიდევ ერთი აზრი უტრიალებს" » სპორტის ხაზი

MIRROR: "ხვიჩას ევროს გარდა, თავში კიდევ ერთი აზრი უტრიალებს"

MIRROR: "ხვიჩას ევროს გარდა, თავში კიდევ ერთი აზრი უტრიალებს"
13-06-2024, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანულმა პოპულარულმა გამოცემამ, კერძოდ Mirror-მა ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა და ფეხბურთელის კარიერა მასშტაბურ დონეზე განიხილა. მათი თქმით, კვარაცხელია თავის კარიერაში ახალი და მნიშვნელოვანი ფურცლის გადასაშლელად ემზადება.

როგორც გამოცემა წერს, ხვიჩა კვარაცხელიას ევროპის ჩემპიონატთან ერთად კიდვე სხვა საფიქრალიც აქვს და ეს იმასთან იქნება კავშირში თუ სად გააგრძელოს ქართველმა კარიერა, ნაპოლიში თუ პარი სენ-ჟერმენში, რომელიც ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდის.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოლის პრეზიდენტს ხვიჩას გაშვება არ სურს, რადგან ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან ანტონიო კონტეს ნაპოლის ნამდვილი დასაყრდენი და ერთპიროვნული ლიდერი უნდა გახდეს, რის გამოც დე ლაურენტისმა 100-მილიონიანი წინადადებაც კი დაბლოკა.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კვარაცხელიას სიტყვასა და სურვილზე მაინც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუმცა ქართველს გადაწყვეტილება ჯერ არავისთვის არ უცნობებია. მას შეუძლია, რომ პარიზში გადასვლით ლუის ენრიკეს გუნდის ახალი ვარსკვლავი და გამორჩეული სახე გახდეს, ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე და მოიგოს საფრანგეთის ჩემპიონატი, ან დარჩეს ნაპოლიში და გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში საკუთარი ლიდერული თვისებებით და ნეაპოლში შექმნილი სახელით დაეხმაროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი