მიკელ მერინო: "ბარსა ჩემით დაინტერესდა? ამას კომპლიმენტად მივიღებ" » სპორტის ხაზი

მიკელ მერინო: "ბარსა ჩემით დაინტერესდა? ამას კომპლიმენტად მივიღებ"

მიკელ მერინო: "ბარსა ჩემით დაინტერესდა? ამას კომპლიმენტად მივიღებ"
12-06-2024, 16:04
Aa Aa
გაზიარება:

უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ბარსელონა სერხიო ბუსკეტსის ჩამნაცვლებელს ეძებს და საყრდენ ზონაში გაძლიერებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით კლუბმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია.

ბოლო პერიოდში ბარსას რეალ სოსიედადის ნახევარმცველი, მიკელ მერინო დაუკავშირეს, რაზეც ესპანელმა კომენტარი საჯაროდ გააკეთა:

ფაქტი, რომ ბარსელონა ჩემითაა დაინტერესებული, ამას კომპლიმენტად მივიღებ. შესანიშნავია იმის მოსმენა, რომ შენით ბარსაა დაინტერესებული. ეს ამბავი რეალ სოსიედადისთვისაც კარგია.

ვფიქრობ, ეს ნიშნავს იმას, რომ სოსიედადი საქმეს თავს კარგად ართმევს. თავად ახლა მეტს არაფერს ვიტყვი, რადგან ბოლომდე ევროზე ვარ ორიენტირებული.

- თქვა მიკელ მერინომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი