ევროს მწვრთნელები, როგორც ფეხბურთელები - რომელ ადგილზე გავიდა ვილი სანიოლი » სპორტის ხაზი

ევროს მწვრთნელები, როგორც ფეხბურთელები - რომელ ადგილზე გავიდა ვილი სანიოლი

ევროს მწვრთნელები, როგორც ფეხბურთელები - რომელ ადგილზე გავიდა ვილი სანიოლი
12-06-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

HITC Sevens-მა ევრო 2024-ზე გასული 24 ნაკრების მწვრთნელები ფეხბურთელების რანგში შეაფასა, ვილი სანიოლმა კი მეოთხე ადგილი დაიკავა:

ვილი სანიოლი დაუღალავი მარჯვენა განაპირა მცველი იყო, რომელიც ვინგერებს გახარების საშუალებას იშვიათად აძლევდა. სანიოლმა საფრანგეთის ნაკრებში 58 შეხვედრა მოიგო და კიდევ უფრო მეტის მიღწევაც შეეძლო.

რომ არა ნაკრებში ლილიამ ტურამის გამოჩენა, სანიოლი იმაზე მეტს ითამაშებდა, ვიდრე ეს რეალურად მოხდა. სამაგიეროდ, სანიოლი შეუცვლელი იყო საკლუბო დონეზე და საკმაოდ ბევრს თამაშობდა სენტ ეტიენში, მონაკოსა და მიუნხენის ბაიერნში.

საქართველოს ფრანგმა დამრიგებელმა ფეხბურთელობის დროს 6 შიდა ჩემპიონატის და ერთი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო. სანიოლს შეეძლება, რომ საქართველოსთან ერთად ევროზე სასწაული შემოგვთავაზოს.

- ამბობს HITC Sevens-ის წამყვანი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი