მოგეხსენებათ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ "ლივერპულთან" მიღებული ზურგის დაზიანების გამო გუშინდელი შეხვედრა "ატალანტას" წინააღმდეგ გამოტოვა.
ბევრი იწერებოდა მედიაში იმის შესახებ, რომ 21 წლის შემტევი ორ კვირას იუქმებდა და ის ამ დროის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლება.
თუმცა, როგორც პარტენოპეისთან დაახლოებული წყარო calciomercato წერს, ხვიჩა დიდი ალბათობით იტალიურ კლუბს სამშაბათს, "ემპოლისთან" მატჩში დაუბრუნდება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ "კვარადონას" მონაგარი სერია A-ში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.