GOL Digital: "ახლა მამარდაშვილის გაფორმება მხოლოდ ამ კლუბს შეუძლია" » სპორტის ხაზი

GOL Digital: "ახლა მამარდაშვილის გაფორმება მხოლოდ ამ კლუბს შეუძლია"

GOL Digital: "ახლა მამარდაშვილის გაფორმება მხოლოდ ამ კლუბს შეუძლია"
10-06-2024, 20:41
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური GOL Digital-ის მტკიცებით, ამ მომენტისთვის გიორგი მამარდაშვილის გაფორმება მხოლოდ ერთ კლუბს შეუძლია და ეს მადრიდის ატლეტიკოა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მამარდაშვილს ნიუკასლს უკავშირებდნენ, ვალენსიას პრეზიდენტმა გიორგის ფასად 40 მილიონი ევრო დაასახელა, ინგლისელებს კი ამდენის გადახდა არ სურთ.

რაც შეეხება მადრიდის ატლეტიკოს, მათ ახალი მეკარე აუცილებლად უნდა დაიმატონ, რადგან თუ ობლაკი გუნდიდან წავა (ამის შანი საკმაოდ დიდია), მათ სლოვენიელის გზის გამგრძელებელი დანამდვილებით დასჭირდებათ.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში რიგით მესამე სეზონი ჩაამთავრა და 2023/2024 წლების სეზონი უმაღლეს დონეზე დაასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი