ბარსელონას ჟოაუ კანსელუს შენარჩუნება სურს - მთავარი ფულია » სპორტის ხაზი

ბარსელონას ჟოაუ კანსელუს შენარჩუნება სურს - მთავარი ფულია

ბარსელონას ჟოაუ კანსელუს შენარჩუნება სურს - მთავარი ფულია
10-06-2024, 19:54
Aa Aa
გაზიარება:

ფაბრიციო რომანოს სოციალურ ქსელში პეპ გვარდიოლას სიტყვები მოჰყავს, რომელსაც ესპანელი მწვრთნელი ჟოაუ კანსელუს შესახებ აკეთებს.

როგორც იცით, კანსელუ მანჩესტერ სიტის კუთვნილებაშია, თუმცა გასული სეზონი პორტუგალიელმა იჯარით ბარსელონაში გაატარა.

რომანოს მტკიცებით, ბარსელონას კანსელუს თავისთან დატოვება სურს, მოწინააღმდეგე კი არც მანჩესტერ სიტი იქნება. გვარდიოლა ამბობს, რომ მთავარი ახლა ფულის გადახდაა, სხვა პრობლემა კი არ იარსებებს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონში ბარსასთან ერთად კანსელუმ 32 მატჩი გამართა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი