ხვიჩას მინიშნება ნაპოლის ფანებს - როგორც ჩანს, კვარაცხელია არსად არ მიდის » სპორტის ხაზი

ხვიჩას მინიშნება ნაპოლის ფანებს - როგორც ჩანს, კვარაცხელია არსად არ მიდის

ხვიჩას მინიშნება ნაპოლის ფანებს - როგორც ჩანს, კვარაცხელია არსად არ მიდის
10-06-2024, 19:39
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი სალაპარაკო თემა ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციური ტრანსფერია, რომლის მთავარი შემოქმედიც პარი სენ-ჟერმენი გახლავთ.

ფრანგები მზად არიან, რომ კვარაცხელიაში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა დე ლაურენტისი ქართველის დათმობას არაფრის დიდებით არ აპირებს.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიამ "იმედის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნათქვამი წინადადებით ნაპოლის ფანები იმედით განაწყო, რაზეც იტალიური გამოცემები ერთხმად აპელირებენ.

ნაპოლის გულშემატკივრებისგან დიდ მხარდაჭერასა და ქომაგობას ვგრძნობ, მე კი შევეცდები, რომ ისინი ჩემი თამაშით დიდი ხნის განმავლობაში გავაბედნიერო.

- თქვა კვარაცხელიამ.

არაერთი იტალიური გამოცემის აზრით, ხვიჩას ეს კომენტარი ადასტურებს, რომ ქართველი მომდევნო სეზონიდან კვლავ ნაპოლის ფეხბურთელი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი