ცნობილი ფრანგი მცველი მამადუ სახო კარიერას საქართველოში, კერძოდ ქუთაისის ტორპედოში გააგრძელებს.
ინფორმაცია გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა RMC SPORT-მა გაავრცელა. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.
ფრანგი ფეხბურთელი ქართულ კლუბს უახლოეს დღეებში უნდა შეუერთდეს.
სახო 17 წლის ასაკში პსჟ-ს კაპიტანი გახდა. ამ გუნდთან ერთად ყველა ტიტული მოიგო, 23 წლის ასაკში კი ლივერპულის მაისური მოირგო. ლივერპულის შემდეგ იყო კრისტალ პალასი, შემდეგ კი მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდა და კარიერა მონპელიეში გააგრძელა.
მონპელიე სახომ გასული წლის ნოემბერში მწვრთნელთან კონფლიქტის გამო დატოვა და მას შემდეგ არ უთამაშია. 2010-2018 წლებში სახო საფრაგეთის ეროვნული ნაკრების წევრიც იყო.