საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან ჩაატარებს - სად შეგეძლებათ მატჩის ხილვა » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან ჩაატარებს - სად შეგეძლებათ მატჩის ხილვა

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან ჩაატარებს - სად შეგეძლებათ მატჩის ხილვა
9-06-2024, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროს ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი პოდგორიცას სტადიონზე გაიმართება.

ჩვენმა გუნდმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა, 8 ივნისს გაინბერგში ივარჯიშა და მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატამდე ერთადერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

ამ შეხვედრის ხილვა, საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში, 22:45 საათზე შეგეძლებათ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ მატჩის შემდეგ, "ჯვაროსნები" გერმანიაში გაემგზავრებიან, სადაც ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონატის მატჩის ჩასატარებლად მოემზადებიან.

ჩვენი ბიჭები 18 ივნისს, სიგნალ იდუნა პარკზე, თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი